logo
ENG



თბილისის 32-ე სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეს და თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ

09 ოქტ 202019:03
3 წუთის საკითხავი
 
z6yh20b3ujegupd.jpg

თბილისის 32-ე სკოლაში მეოთხე კლასის მოსწავლეს და სკოლის დირექტორის მოადგილეს კორონავირუსი დაუდასტურდათ.

როგორც სკოლის დირექტორმა ნინო კაშიამ ფორმულასთან საუბრისას განაცხადა, სკოლა სწავლებას დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს. მისივე თქმით, სკოლის თანამშრომლები ამ დროისთვის თვითიზოლაციაში იმყოფებიან.

"დაუდასტურდა მეოთხე კლასელ ბავშვს, დილით გავიგეთ ამის შესახებ, ოჯახი გადაყვანილია ინფექციურ საავადმყოფოში. დღის ბოლოს დაუდასტურდა დირექტორის მოადგილეს. სკოლა გადავიდა დისტანციური სწავლების რეჟიმზე",-განაცხადა ნინო კაშიამ.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი ოქტომბრიდან თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ზუგდიდში I-VI კლასის მოსწავლეებისთვის, სასწავლო პროცესი სკოლებში აღდგა. მანამდე ამ ქალაქებში სწავლა დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

29 სექტემბერს, საქართველოს განათლების სამინისტრომ განაცხადა, რომ იმ სკოლებში, სადაც კორონავირუსით ინფიცირების ფაქტი დადასტურდება, წერტილოვანი შეზღუდვები დაწესდება. უწყების განმარტებით, ყველა მასწავლებელი და მოსწავლე გადავა თვითიზოლაციაში, სკოლას ჩაუტარდება დეზინფექცია, სწავლა კი დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება.

 


close დახურვა